თეგებით ძიება
10. 12. 2020 ბიზნესი

Emocia • ემოცია / Handmade Jewellery - ჩვენ ვქმნით თქვენს ემოციებს

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE კომპანია Emocia • ემოცია / Handmade Jewellery გაგაცნობთ.

Emocia • ემოცია / Handmade Jewellery არის ბრენდი, რომელიც ნატურალური ქვებისა და ხისგან ხელნაკეთ სამკაულებს ამზადებს, როგორც ქალებისთვის, მამაკაცისთვის და ბავშვებისთვის, ისინი თქვენ ერთულ მეგობრებზეც ზრუნავენ და ქმნიან აქსესუარებს ცხოველებისთვის.

Emocia • ემოცია / Handmade Jewellery - ჩვენ ვქმნით თქვენს ემოციებს


"ალბათ ყველას გამოგიცდიათ ის მაგარი შეგრძნება, როცა საჩუქარს ვჩუქნით და ველოდებით პირველ ემოციას... წარმოიდგინეთ: ლამაზი შეფუთვა, საჩუქრის გადაცემა, გახსნის პროცესი, გაბრწყინებული თვალები და ღიმილი სახეზე... ეს ჩვენი ყველაზე საყვარელი ემოციაა და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრენდიც ამას გულისხმობს, რომ ძლიერი და დადებითი ემოციები გამოვიწვიოთ თითოეულ თქვენგანში. ჩვენი ნატვრაა: ყველა ჩვენთან დაკავშირებულ ადამიანს, პოზიტიური ემოცია და ღიმილი მოვუტანოთ.", - აცხადებენ კომპანიაში.



Emocia • ემოცია / Handmade Jewellery ნაკეთობების შექმნასაც თავისი ტრადიცია აქვს:

"გარშემო ყოველთვის სიმშვიდეა, ყველას სძინავს, მხოლოდ წყნარი მუსიკა ისმის და დიდ მაგიდაზე ბევრი ფერადი მასალაა. მუშაობისას ერთი მთავარი წესი გვაქვს: ვამზადებთ მხოლოდ დადებითი ემოციებით და ვფიქრობთ მასზე, ვინც მიიღებს ჩვენს სამკაულს: როგორია, რა უყვარს, რა მოეწონება, რომელი დეტალი დავამატოთ, სისადავე ხომ არ ჯობია... მოკლედ, არაა ადვილი საქმე, მაგრამ უზომოდ სასიამოვნოა - როცა ჩვენ თქვენს ემოციას ვქმნით".

#გადაეციემოცია

#შენიემოცია

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 577 00 09 01

ან ეწვიოთ ფეისბუქის გვერდს: Emocia • ემოცია / Handmade Jewellery


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა