თეგებით ძიება
01. 08. 2024 ბიზნესი

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლის" მომავლის პროექტი და გლდანის საინვესტიციო პოტენციალი

ალბათ დედაქალაქის არცერთი რაიონი არაა ისე თვითმყოფადი, როგორიც მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყველაზე მსხვილი გარეუბანი - გლდანი. „ქალაქი-ქალაქში“ ასე მოიხსენიებენ 1970-იან წლებში გაშენებულ საცხოვრებელ მასივს, რომელშიც დღეს 200,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. რაიონი ოფიციალურად 1979 წელს ჩამოყალიბდა და შედგება: გლდანის მასივის (I-VIII, IIIა და ა მ/რ-ები), მუხიანის, ავჭალის, ზაჰესის, კონიაკის დასახლებისა და გლდანულასაგან.

გლდანის მიკრორაიონები განლაგებულია 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ხაზის გარშემო, რომელზეც გადის ხიზანიშვილის ქუჩა. აქ ფუნქციონირებს მოლები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კომპლექსები, ბანკები, გასართობი დაწესებულებები და საზოგადოებრივი ობიექტები. გლდანს კარგად გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ემსახურება, მათ შორის ორი მეტროსადგური: სარაჯიშვილი და ახმეტელის თეატრი (მუშაობა დაიწყეს 1989 წელს). რაიონში უამრავი მწვანე სივრცეა, რაც ხალხმრავალ დასახლებას სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ფუნქციით უზრუნველყოფს.

ბოლო წლებია გლდანი იპყრობს დეველოპერების ყურადღებას, შენდება არაერთი თანამედროვე კორპუსი. უძრავ ქონებაზე კი ფასი ყოველდღიურად იზრდება. გლდანი მაგნიტივით იზიდავს სტუდენტებს, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში ჩამომსვლელებსა და უბრალოდ აქტიურ ადამიანებს, რადგან მათ აქ ყველაფერი ხვდებათ, რაც კომფორტული ცხოვრებისთვისაა საჭირო.

სამშენებლო კომპანია „ალფა სახლს“ აქვს ამბიციური მშენებარე პროექტი, რომელიც ორი 26 სართულიანი შენობისგან შედგება. მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე თითქმის სამუშაოების ნახევარი დასრულებულია. ფინალურ ეტაპზე ეს უნიკალური კორპუსები იქნება ყველაზე მაღალი შენობები რაიონის მასშტაბით. ის მდებარეობს ერთდროულად ოთხი უბნის შესართავთან - კონიაკის, ზღვის უბანი (ყოფილი თემქა), დიდი დიღმისა და საკუთრივ გლდანის. პროექტიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სკოლა, ევროპის უნივერსიტეტი, ქსელური სუპერმარკეტები და მეტროსადგური სარაჯიშვილი.

უილიამ შექსპირი ამბობდა: „არაფერია ისე გამორჩეული, როგორც სურვილი, რომ გამორჩეული იყო!“, თუ კი მსოფლიოს უდიდეს დრამატურგს დავუჯერებთ ეს პროექტი არის თითოეული ადამიანის სურვილი, რადგან ის გაძლევთ შანსს იცხოვროთ გამორჩეული უბნის, უპრეცედენტო „ალფა სახლის“ შენობებში. რატომ? იცოდი, რომ გლდანში 1000-მდე საცხოვრებელი შენობაა, თუმცა 26 სართულიანი მათგან მხოლოდ ორი იქნება, რაც ნიშნავს რომ შენ იცხოვრებ რჩეულთა 0.2%-ში!

აიხდინე ქვეცნობიერი სურვილი! 

ეწვიეთ საიტს ან დაუკავშირდით კომპანიას მარტივ ნომერზე: 71*71*


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა