თეგებით ძიება

მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ მესამოცე ადგილი დაიკავა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის „WPFC 2020“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ინიციატივით გაიმართა. მაღალი დონის ონლიან მინისტერიალში მონაწილეობდნენ 60-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი გამოსვლისას ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიის განმტკიცების პროცესში და ისაუბრა ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საქართველოს მთავრობა რჩება მედიის თავისუფლებისა და ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვისა და ხელშეწყობის ერთგულად, შესაბამისი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

Freedom House-ის ანგარიშის “Freedom of the Net 2020” მიხედვით საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში და ასევე იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც „ინტერნეტ თავისუფლებით (freedom on the net)“ სარგებლობენ. 2020 წელს „Reporters Without Borders-ის“ მიერ შედგენილი მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში „World Press Freedom Index“ საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა