თეგებით ძიება

ლუკ დევინი: საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები პარლამენტის გარეთ მათ დარჩენას მოითხოვს - ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ

ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები პარლამენტის გარეთ მათ დარჩენას მოითხოვს - ჩვენ ამ ანალიზს არ ვეთანხმებით, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები პარლამენტის გარეთ მათ დარჩენას მოითხოვს. ჩვენ ამ ანალიზს არ ვეთანხმებით. ჩვენ ასევე არ ვიზიარებთ პოზიციას არჩევნების შედეგების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით. საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო ადგილი პარლამენტის შიგნითაა და არა პარლამენტის გარეთ. ერთპარტიული პარლამენტის ქონა საქართველოს ხალხის ინტერესებში არ შედის და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას არ დაეხმარება“, - განაცხადა ლუკ დევინმა.

ლუკ დევინმა ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა