თეგებით ძიება

ანდრეა ბოჩკორი: თუ საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა სურს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ პარტიებს ერთად მუშაობა შეუძლიათ

ევროპალამენტარმა ანდრეა ბოჩკორმა განაცხადა, რომ საქართველოში პარტიებმა პატივი უნდა სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს.

„ახალარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კონსენსუსს უნდა მიაღწიოს და საკუთარი მანდატები აიღოს. ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უთანხმოებების გადალახვას შეძლებს. საქართველოს ფუნქციონირებადი პარლამენტი სჭირდება. რა არის პარტიებისთვის უფრო მნიშვნელოვანი: ქვეყნის ინტერესები თუ საკუთარი ინტერესები? ევროკავშირმა უნდა განაგრძოს საქართველოში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა. თუ საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა სურს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ პარტიებს ერთად მუშაობა შეუძლიათ. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი მუშაობის დაწყებას შეძლებს“, - განაცხადა ანდრეა ბოჩკორმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა