თეგებით ძიება

თაკო ჩარკვიანი: გინდ შესულა ელისაშვილი პარლამენტში და გინდ არა, სულ ერთია

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესი დაიწყო.

„ჩვენ აღმოვჩნდით ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ დიალოგი გაგრძელდება. კობახიძის განცხადებამ კი გარკვეული წერტილი დასვა, მოკლა მოლაპარაკების პროცესი.

სიის ჩახსნის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღეთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტიის წევრის თქმით, ერთადერთი ოპოზიციონერი, ვისაც არაფერი მოუმოქმედია ალეკო ელისაშვილია.

„გინდ შესულა ელისაშვილი პარლამენტში და გინდ არა, მაგრამ მგონია, რომ უკვე შესულიც არის.

ჩვენ ვიბრძვით და ახლა უფრო დიდი ბერკეტი გვაქვს ოპოზიციას ხელში, ეს არის ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა