თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე: თუ გაურკვევლობა შენარჩუნდა, არცერთი სერიოზული ინვესტორი 1 დოლარს არ ჩადებს ამ ქვეყანაში

თუ გაურკვევლობა შენარჩუნდა არცერთი სერიოზული ინვესტორი 1 დოლარს არ ჩადებს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“მოლაპარაკებები არის პროცესი, რომელიც ან დასრულდება რაიმე ტიპის მოლაპარაკების პროცესით, რაც განმუხტავს ამ პოლიტიკურ კრიზისს, ან ვერა. წინასწარ ეს არავინ არ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა არის ის, რაც დღეს ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში, სადაც ერთი პარტია ზის მხოლოდ და სხვა პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.

დღევანდელი სურათი ასეთია. ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიას ზემოდან ემატება სრულიად გაურკვეველი სიტუაცია. თუ ეს სურათი შენარჩუნდა, მთავარი პრობლემა ეს გაურკვევლობა იქნება. არცერთ დოლარს და ევროს არ ჩადებს არცერთი სერიოზული ინვესტორი. იმიტომ, რომ არავის არ აქვს წარმოდგენა, როგორი იქნება ცხოვრება”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა