თეგებით ძიება

ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პარტიებს პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ

ნატოს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც პარტიები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ imedinews-თან საუბარში განაცხადა.

„ნატოს წევრები თანმიმდევრულად მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირებისკენ და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახლა. საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსები რომ დამსხდარიყვნენ და ერთად ემუშავათ ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ფარგლებში. სიტუაციაში, როდესაც ვინმე პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებას ახდენს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწორ ნაბიჯად მიაჩნია ეს და რამდენად დაძაბული შეიძლება იყოს პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესი შესაბიმის სტრუქტურებში უნდა მიმდინარეობდეს. საქართველოში, ისევე როგორც ჩემს ქვეყანაში, არსებობს პარლამენტი. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პარტიებს პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ, და, ვფიქრობ, ამან მხოლოდ სარგებელი მოგვიტანა“, - განაცხადა აპატურაიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა