თეგებით ძიება

გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოსთვის არსებული კომერციული მკურნალობის ტარიფი გაუთანაბრდება თურქულ ტარიფს

„ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც კონტრაქტიც დეტალურად იქნება დამუშავებული და საქართველოს მოქალაქეს საშუალება მიეცემა თურქეთში მიიღოს ბევრად უფრო ხარჯეფექტური მომსახურება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.



მისი თქმით, საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდება თურქულ ტარიფს, რაც იქნება სამჯერ ნაკლები, ვიდრე ეს იყო დღემდე.



„ზუსტად ერთი წლის წინ გავაკეთეთ აუდიტი ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამის, სადაც დეტალურად შევისწავლეთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები, თუ რის გამო მიმართავდნენ ისინი უცხო ქვეყნებს და კონკრეტულად რომელი ქვეყნები იყო ეს, სადაც ყველაზე ხშირად ჩვენი მოქალაქეები გარკვეული მომსახურების მისაღებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სწორედ ის ფასუზრუნველყოფა და გარანტიების უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათთვის ეს ძნელი პერიოდი, როდესაც ისინი საკუთარ სახლ-კარს ტოვებდნენ და გარკვეულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებდნენ, მიეღოთ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების ფასებში ის მომსახურება, რომელიც მათ ესაჭიროებათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც კონტრაქტიც დეტალურად იქნება დამუშავებული და საქართველოს მოქალაქეს საშუალება მიეცემა თურქეთში მიიღოს ბევრად უფრო ხარჯეფექტური მომსახურება და თუ ამის საჭიროება დადგა ბევრად უფრო ფართო სახის მომსახურება და ადრე საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდება თურქულ ტარიფს, რაც იქნება სამჯერ ნაკლები, ვიდრე ეს იყო დღემდე. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო საკმაოდ მასშტაბური და ამის ხარჯზე ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ ბევრად უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ ეს დახმარება და დავაფინანსოთ საჭიროების შემთხვევაში, ვიდრე ამას დღემდე ვახერხებდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა