თეგებით ძიება

თბილისის ვიცე-მერი: მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ მგზავრობა უფრო კომფორტული იყოს

ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომ თბილისის მეტროპოლიტენს დაემატებოდა 12 ახალი მოძრავი შემადგენლობა. დავამატეთ 15 მოძრავი შემადგენლობა და არსებული მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზება-რეაბილიტაცია ჩავატარეთ, შევიძინეთ ახალი ავტობუსები, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დილის შოუში“, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ საჭიროა პერსონალი; არა მხოლოდ მემანქანე და მძღოლი, არამედ, სმენაში მომუშავე ადამიანები, ავტობაზაზე მომუშავე ადამიანები, საწვავის გასამართი სადგურები, ახალი ავტობაზა. მიკროავტობუსები ჩავანაცვლეთ. მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მხოლოდ ამ მიმართულებით დახარჯა. ახლა მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტი ინტენსივობით უნდა იაროს, რათა ერთმა ავტობუსმა მეტი ადამიანი გადაიყვანოს, მეტი სივრცე იყოს, ადამიანები უფრო კომფორტულად მგზავრობდნენ და მას მეორე ავტობუსი დაეწიოს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად არ ზრდის შემოსავალს, მაგრამ ხარჯები იზრდება“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა