თეგებით ძიება

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 556 პირი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 556 პაციენტი. დაფიქსირდა ინფიცირების 333 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა 24 946-მა პაციენტმა. კლინიკები დღეს დატოვა 103-მა გამოჯანმრთელებულმა.

ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 891 პირი, „კოვიდსასტუმროებში“ – 1 534, ბინაზე კი – 3 100 პაციენტი.

რეგიონში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება 53 ინფიცირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა