თეგებით ძიება

8 რამ, რის კეთებასაც ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ ცხოვრებაში

დრო ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი ფაქტორია, მისი სწორად გამოყენება კი ჩვენზეა დამოკიდებული. დაბადებიდან ადამიანები სხვადასხვა საქმიანობას ვეწევით, შემდეგ კი ამის შედეგებს ვიმკით როგორც კარიერის, ისე პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის საკითხებში.

დაფიქრებულხართ ოდესმე, რის კეთებას რამდენ დროს უთმობთ ცხოვრების განმავლობაში? – საშუალოდ ადამიანი დედამიწაზე 79 წელს ატარებს, რაც 28,835 დღეს უდრის. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ ვანაწილებთ ჩვენი სიცოცხლის დღეებს. ჩვენ გთავაზობთ 8 ისეთ მოქმედებას, რომელსაც სიცოცხლის ციკლის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ.

ძილი – ადამიანი საშუალოდ 33 წელს საწოლში ატარებს, 26 წელი კი სძინავს
არავისთვისაა გასაკვირი, რომ ამ სიაში პირველ ადგილას ძილია. ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მეტ დროს საწოლში ატარებს. საშუალოდ, ერთი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ჩვენ 33 წელი ვწევართ, საიდანაც 26 წელი გვძინავს, დანარჩენ შვიდს კი ჩაძინების მცდელობასა და დასვენებას ვუთმობთ.

ხომ არ შეგაშფოთათ ამ რიცხვებმა? – თუ კი, მაშინ სულ ტყუილად, რადგან ძილი ადამიანის სრულყოფილად ცხოვრებისთვის აუცილებელია. ის ხელს უწყობს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, წონის რეგულირებასა და ფიზიკურ გაჯანსაღებას.

მუშაობა – საშუალოდ ადამიანი 13 წელსა და 2 თვეს მუშაობს
თქვენ ალბათ ძალიან ბევრს მუშაობთ, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ და ოცნებები აიხდინოთ. კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების 13 წელსა და 2 თვეს მუშაობაში ატარებს და დიახ, ეს შესაძლოა თქვენს შემთხვევაშიც ასე იყოს. მათ შორის 1 წელსა და 2 თვეს ზეგანაკვეთურად მუშაობას ვუთმობთ, რაც წესით, დამატებითი შემოსავლის წყარო ხდება ხოლმე.

თუკი თქვენი სამსახური სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ გილოცავთ, თქვენ საყვარელ საქმიანობას საკმაოდ დიდ დროს უთმობთ. ხოლო თუკი სამსახურისგან სიამოვნებას ვერ იღებთ, იქნებ დროა, რაღაც შეცვალოთ?

ეკრანის ყურება – ადამიანი საშუალოდ 11 წელი ეკრანს უყურებს
ალბათ თანამედროვე ეპოქაში არავის გაუკვირდება, თუკი ვიტყვით, რომ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 11 წელსა და 4 თვეს ეკრანის ყურებას უთმობს. ამაში შედის ტელევიზორის, კომპიუტერის, მობილურისა თუ სხვა მოწყობილობების ეკრანები. 8 წელი და 4 თვე ტელევიზორის ყურებაში გადის, 3 წელი კი მობილურისა და კომპიუტერის.

კვება – სიცოცხლის ციკლის 5 წელი ჭამას ეთმობა
უდავოა, რომ კვება ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რომელსაც ჩვენ საშუალოდ 5 წელს ვუთმობთ, 1 წელს კი საჭმლის მომზადებაში ვატარებთ. ალბათ ვერავინ დაიწუწუნებს, რომ ეს ძალიან დიდი დროა, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი დათანხმდებოდა უფრო მეტსაც კი, მაგრამ მერე მომატებული კილოგრამების დაკლებას შესაძლოა არანაკლები დრო დასჭირდეს, ამიტომ 5 წელი კვებისგან მიღებული სიამოვნებისთვის სრულიად საკმარისია.

დასვენება – სიცოცხლის 3 წელი დასვენებაში მიდის
ადამიანები საშუალოდ 3 წელს, 1 თვესა და 3 კვირას დასვენებაში ვატარებთ. ამ დროში შედის სამსახურისგან დასვენება, შვებულება, მოგზაურობა და ყველაფერი, რასაც, როგორც წესი, დასვენებას ვეძახით ხოლმე, გარდა ძილისა. იქნებ ღირს დაფიქრება, რათა დრო უფრო ეფექტურად გადავანაწილოთ და მეტი დრო დაგვრჩეს დასასვენებლად? ენერგიის აღდგენა და განტვირთვა ხომ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ვარჯიში – ვარჯიშს ადამიანი მხოლოდ 1 წელსა და 4 თვეს უთმობს
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ 1 წელსა და 4 თვეს ატარებს ვარჯიშში, რაც იმას ნიშნავს, რომ 8-ჯერ მეტ დროს ვუთმობთ ეკრანის ყურებას, 3-ჯერ მეტ დროს კი სოციალურ მედიაში ვატარებთ. ბოლო ტენდენციებით, სხეულის გაჯანსაღებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, ამიტომ ჩვენ ყველამ მათ უნდა მივბაძოთ. ვარჯიში პირდაპირ არის დაკავშირებული ძილის ხარისხთან, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. დღეში 10-წუთიანი კარდიო ვარჯიშებსაც კი შეუძლია ძილის ციკლის გაუმჯობესება.

ფლირტი და რომანტიკა – კიდევ ერთი წელი ფლირტსა და რომანტიკულ საღამოებში გადის
სიყვარული ყველას უნდა, ამიტომ რომანტიკულ აქტივობებსა და ფლირტს ერთი ადამიანი საშუალოდ 1 წელსა და 30 დღეს უთმობს. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პარტნიორთან ყოფნის პერიოდი, არამედ ნიადაგის მოსინჯვისა და სასიყვარულო ურთიერთობების საწყის ეტაპზე ვსაუბრობთ. გამოდის, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი თავისი ცხოვრების 1 წელს ყვავილების ყიდვაში, რომანტიკულ ვახშმებსა და სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებაში ატარებს.

სოციალიზაცია – ადამიანი სიცოცხლის მხოლოდ 1 წელსა და 3 დღეს უთმობს სოციალიზაციას
თუკი გრძნობ, რომ მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება და გართობა გჭირდება, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთო ეს, რადგან ადამიანი თავისი ცხოვრების მხოლოდ 1 წელსა და 3 დღეს უთმობს სოციალიზაციას, 12-ჯერ ნაკლებს, ვიდრე მუშაობას. ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სოციალიზაციის ბენეფიტებს. ადამიანებთან თავისუფალ გარემოში ურთიერთობა აუმჯობესებს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ამავდროულად კი ამცირებს დემენციისა და დეპრესიის შესაძლებლობებს.

ასე რომ, დროა მეტი დრო გამონახოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.



როგორც ხედავთ, ადამიანი ცხოვრებას სხვადასხვა აქტივობებს უთმობს, თუმცა რას იფიქრებთ, თუკი გეტყვით, რომ ეს დრო კიდევ უფრო ეფექტიანად და სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ? მაგალითად, თუკი მწვანე ქალაქში ლისზე გადახვალთ საცხოვრებლად, თქვენს ცხოვრებაში დახარჯული დრო მნიშვნელოვნად შეიცვლება.




AT.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა