თეგებით ძიება

,,ადამიანის ცხოვრება ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსება, რომელიც მან უნდა განვლოს..\'\' - ნაწყვეტები წიგნიდან ,,პატრიარქი გვმოძღვრავს\'\'

სიხარულისთვის


,,ადამიანის ცხოვრება, ძალიან ხშირად, უდაბნოს ემსგავსება, რომელიც მან უნდა განვლოს..\'\'


,,მე მინდა დღეს რამდენიმე სიტყვით სიხარულზე გესაუბროთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს სიხარულს, თუმცა იგი სხვადახვანაირად გვესმის.
არსებობს სიხარული ხანმოკლე და ამსწრაფლწარმავალი და არსებობს სიხარული სრული და წარუვალი.
ამასთან დაკავშირებით მინდა მაცხოვრის სიტყვები შეგახსენოთ. იოანეს სახარების მე-16 თავის 24-ე მუხლში უფალი გვეუბნება: ,,ითხოვდით და მიიღოთ, რათა სიხარული თქუენი სავსებით იყოს..\'\' ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს ,,სავსებით იყოს,\'\' ანუ სრული იყოს, სრული სიხარული მის წარუვალობასა და დაუსრულებლობას გულისხმობს. ამგვარი სრული სიხარულის წყარო ანუ სათავე - უფალია, რომელიც სიყვარულია, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს წარმოშვას სრული სიხარული.





,,ყველაზე დიდი ბედნიერება მადლმოსილებაა, ხოლო მადლმოსილი ისაა, ვისთანაც უფალია. უფალთან ყოფნის, მისი სახლოვის განცდის სიხარულს ვერავითარი სხვა სიხარული ვერ შეედრება..\'\'


\'\'რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენეთ, მიწიერი სიხარულიც არსებობს, როგორიც მაგალითად, საყვარელი ადამიანის ნახვა და მასთან ყოფნაა, რომელიც გულს სათნოებით ავსებს და შინაგან კმაყოფილებას განგვაცდევინებს, მაგრამ გავა დრო და იგი თითქოს დასრულდება..\'\'


16 ივლისი, 1958წ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა