თეგებით ძიება

არ გეგონოთ რომ დაიღალა, თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ ატეხეთ განგაში - თეონა ცხომელიძე

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თეონა ცხომელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელზეც მიუხევად კოვიდინფიცირებულობისა და ერთ წლიანი პანდემიური ცხოვრებისას არ ვიცოდი.

თუ თქვენი ახლობელი არის კოვიდინფიცირებული ან ეჭვია, რომ არის და განსაკუთრებით თუ მარტო იმყოფება თვითიზოლაციაში, სატელეფონო საუბრისას დააკვირდით მის პასუხებს, რეაგირებას კითხვებზე და ადეკვატურობას.

თუ ეძებს სიტყვებს, დაბნეულია ან ვერ იხსენებს მარტივ რაღაცებს, დაუყოვნებლივ ატეხეთ განგაში.

მე მეგონა რომ უჟანგბადობა ესაა მარტო ჰაერის უკმარისობა და ხრჩობა, სინამსვილეში ეს არის ჟანგბადის ნაკლებობა ტვინში რაც ანელებს რეაქციებს და აზროვნებას აბუნდოვანებს.

არ გეგონოთ რომ დაიღალა, ნერვიულობს ან ეძინება - უჟანგბადობა თიშავს ტვინს, რაც მათ შორის უკიდურეს ძილიანობას იწვევს, იმდენად რომ ადამიანმა შესაძლოა 50 სატელეფონო ზარს არ უპასუხოს", - წერს თეონა ცხომელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა