თეგებით ძიება
14. 12. 2020 მსოფლიო

უმძიმესი ტრაგედია - 3 წლის მთვარეული ძილის დროს ოთახიდან გავიდა და -15 გრადუსში გაიყინა

3 წლის გოგო, რომელიც ძილის დროს საძინებლის საწოლიდან მისთვის გაუთვითცნობიერებლად წამოდგა და გავიდა სახლის იმ კორიდორში, სადაც გამათბობელი აპარატი არ იყო დამონტაჟებული, სიცივისგან გაიყინა. როგორც გაირკვა, საცხოვრებლის აღნიშნულ დერეფანში გათბობა არ იყო დამონტაჟებული და ტემპერატურა -15C გრადუსი ფიქსირდებოდა. შემთხვევა მოხდა რუსეთში, რომლის შეახებაც წერს ბრიტანული მედია.

მცირეწლოვანი ანჯელინა 23 წლის დედამ, რომელსაც საკუთარი ქალიშვილი საწოლიდან გაუჩინარებული დახვდა, სახლის კარებთან გარდაცვლილი იპოვა.

ოჯახის განცხადებით, მათ ამ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე აღნიშნეს ერთი წლის ქალიშვილის დაბადების დღე. გოგონას მშობლებმა პოლიციის ოფიცრებს განუცხადეს, რომ როდესაც დილით ადრე გაიღვიძეს, მათ დააფიქსირეს, რომ გოგონა საწოლში არ იწვა, რომლის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს და იგი დარბაზში იპოვეს, სადაც ბავშვი იატაკზე იწვა.

ანგელინას ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბავშვს ძილის დროს სიარულისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ხშირად უწევდათ მისი დაბრუნება საწოლში, თუმცა ტრაგედიის დღეს ვერავინ შეამჩინა მისი წამოდგომის მომენტი. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი მძინარე მდგომარეობაში გავიდა სახლის ცივ, "გაყინულ" დერეფანში, საიდანაც უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ძილშივე დაიღუპა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა