თეგებით ძიება
15. 12. 2020 მსოფლიო

რუსული ანტისარაკეტო კომპლექს s-400-ის შეძენის გამო, ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა

ამერიკამ თურქეთს რუსული წარმოების ანტისარაკეტო სისტემა S-400-ის შეძენის გამო სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა. სანქციები ეხება თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, აგრეთვე მის ხელმძღვანელსა და თურქეთის სამ მოქალაქეს.

„ჩვენ გავაფრთხილეთ თურქეთი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მიერ მაინც მოხდა რუსეთისგან s-400-ის სისტემის შეძენა. თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოსთვის სანქციების დაწესება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ სრულად განვახორციელებთ და მივიღებთ „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. არ მოვითმენთ რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“

„მე აგრეთვე დაჟინებით მოვითხოვ თურქეთისგან S-400-ის პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ამერიკასთან კოორდინაციით. თურქეთი ძალზე ღირებული და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია აშშ-სთვის, ჩვენ გვსურს რომ გავაგრძელოთ ათწლეულების განმავლობაში არსებული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. s-400-ის ფლობასთან დაკავშირებული დაბკოლება რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

აღნიშულ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურა თურქეთის საგარეო უწყება, რომელმაც ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და მოუწოდა აშშ-ს, რომ სანქციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. უწყებაში აღნიშნეს, რომ თურქეთი უარს არ იტყვის იმ ზომების მიღებაზე, რაც აუცილებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა