თეგებით ძიება
15. 12. 2020 მსოფლიო

პუტინმა ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე ოფიციალურად მიულოცავ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინმა ბაიდენს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „უთანხმოების არსებობის მიუხედავად, რუსეთი და აშშ შეძლებელნ უამრავი გამოწვევის მოგვარებასა და არსებული პრობლემების სათანადოდ გადაჭრას- „მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის“- აღნიშნა პუტინმა

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საარჩევნო კოლეგიამ 306 დელეგატის ხმით უკვე ოფიციალურად დაადასტურა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. 20 იანვარს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომლის შემდეგაც ბაიდენი შეუდგება მუშაობას თეთრ სახლში. დემოკრატების წარმომადგენელმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე მეტი, 80 მილიონი ხმა მიიღო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა