თეგებით ძიება
15. 12. 2020 მსოფლიო

9 ქალის მკვლელობისა და მათი სხეულების დანაწევრებისთვის მამაკაცს სიკვდილით დასჯიან

იაპონელ მამაკაცს, რომელსაც „ტვიტერკის მკვლელს“ უწოდებენ, ინტერნეტით გაცნობილი 9 ადამიანის მკვლელობისა და დანაწევრებისთვის სამშაბათს ტოკიოს სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

30 წლის ტაკაჰირო შირაიშმა აღიარა, რომ იგი კლავდა და სხეულის რამდენიმე ნაწილად ანაწევრებდა იმ ქალებს, რომლთაც ეცნობოდა სოციალურ ქსელში და შემდეგ ხვდებოდა. მკლელის ადვოკატებმა გააპროტესტეს გამოტანილი განაჩენი და განაცხადეს, რომ ის მსხვერპლები, რომელთა ასაკიც 15-იდან 26 წლამდე იყო ჰქონდათ სუიციდური მოსაზრებები და ამიტომ დათანმხდნენ სიკვდილს. მათი აზრით ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს და მიეღო თავისუფლების აღკვეთის განაჩენი.

„არც ერთ მსხვერპლს არ მიუცია მკვლელისთვის მათი სიცოცხლის მოსპობის ნებართვა, არც მათი დუმილი ყოფილა მკვლელობაზე თანხმობის მანიშნებელი. უკიდურესად მძმე რეალობაა, როდესაც 9 ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვეს. მათი ღირსება შეურაცხყვეს“ - განაცხადა მოსამართლემ.

გამოძიების ინფორმაციით, შირაიში TWITTER-ის სოციალური ქსელით უკავშირდებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც წერდნენ სუიციდზე. ისინი მათ უზიარებდა თავის გეგმებს, რომ მათთან ერთად მოიკლავდა თავს.

იაპონია ერთ-ერთია იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც სიკვდილით დასჯა შენარჩუნებულია და აღნიშნულ მიდგომას დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან. ბოლოს 2019 წლის დეკემბერში დასაჯეს სიკვდილით ჩინელი მამაკაცი, რომელმაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა