თეგებით ძიება
15. 12. 2020 მსოფლიო

სვაზილენდის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

სვაზილენდის პრემიერ-მინისტრი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა. იგი სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში 2 კვირის წინ გადაიყვანეს. 52 წლის ამბროუს დელამინის კორონავირუსი ნოემბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა, თუმცა მისი განცხადებით, იგი ინფექციის საწყის ეტაპზე თავს მშვენივრად გრძნობდა და ასიმტომური იყო, თუმცა რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაიყვანეს მეზობელ ქვეყანაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მგომარეობა რამდენიმე დღეში იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება-მას ორივე ფილტვზე განუვითარდა ორმხრივი პნეუმონია. დელამინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა. სვაზილენდი ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც მოსახლეობის 39 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აღნიშნულ სახელმწიფოში კოვიდ 19-ის 6700 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 127 პაციენტი დაიღუპა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა