თეგებით ძიება

გიორგი გუგავა: ჩვენი პარტია დღევანდელობის მსხვერპლია

„ჩვენს ქვეყანას არანაირი მომავალი არ გააჩნია, ამიტომაა ოპოზიცია ასეთი ერთიანი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ თქვეს მანდატებზე უარი და ჩახსნეს სიები.

„პარტიული სიები ჩაიხსნა და შალვა ნათელაშვილმა დაწერა განცხადება, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება. უკვე 20 წელია ჩვენი პარტია არჩევნების გაყალბების მსხვერპლია, რეჟიმის მსხვერპლები ვართ“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
მან გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაზეც ისაუბრა.

„ვერ დავიწყებ გარჩევებს რატომ წავიდა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან, თუმცა სამწუხაროა. არ არის სასიამოვნო ბრძოლის დროს ასეთი რამ. გადამწყვეტ მომენტში ქვეყანას სჭირდება პრინციპული, შეუვალი, მტკიცე პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავიანთ სიტყვას უკან არ წაიღებენ.

ეს ფაქტი ჩემთვის სამწუხარო და საწყენი იყო“, - დასძინა გიორგი გუგავამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.



PIA.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა