თეგებით ძიება
17. 12. 2020 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის 250 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 784 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 250 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 784 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 307 291-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ამჟამად 113 000-მდე კოვიდინფიცირებულია ჰოსპიტალიზებული.

შეგახსენებთ, აშშ-ში Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარეობს. ქვეყანა კვირის ბოლომდე ვაქცინის კიდევ 2.9 მილიონ დოზას ელოდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა