თეგებით ძიება
17. 12. 2020 მსოფლიო

რუსული სასამართლოს უცნაური გადაწყვეტილება – „პოლონური კომბოსტოს გაყიდვა ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემცველია“

საიტ agrobook.ru–ზე პოლონეთში მოყვანილი კომბოსტოს გაყიდვის შესახებ განთავსებული განცხადება ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცვეად მიიჩნია.

აღნიშნულ საკითხზე კომპანიის მფლობელი „ნოვაია გაზეტას“ ესაუბრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ეზღუდება საიტის განცხადებების გვერდზე წვდომა.

როგორც ცნობილია, კომბოსტოთი ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალბა ორნეურგის სატრანსპორტო პროკურატურამ მოითხოვა.

უწყება მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივ საფრთხეს“ ქმნის. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

„არსებული აკრძალვებისა და შეზღუდვების ფონზე, პოლონეთიდან ბოსტნეულის იმპორტი საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და უსაფრთხოებას“

გამომცემლობის ცნობით, განცხადება საიტზე 2013 წელს განათავსეს, იქამდე ერთი წლით ადრე, სანამ რუსეთში გარკვეული ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე ემბარგო გამოცხადდებოდა. რუსეთმა ემბარგო საპასუხოდ დაუწესა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა