თეგებით ძიება
17. 12. 2020 მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: " თურქეთი უარს არ იტყვის რუსულ s-400-ზე და ამერიკული სანქციების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს...ეს თავდასხმაა თურქეთის სუვერენულ უფლებებზე"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუტ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა ამერიკელთა მიერ სანქციების დაწესებას რუსული ს-400-ების შესყიდვის გამო. „თურქეთი უკან არ გატრიალდება, უარს არ იტყვის ს-400-ების თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე და გადადგამს საპასუხო ზომებს მას შემდეგ, რაც ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს შეაფასებს“ - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, სანქციების გადაწყვეტილება იყო არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი და წარმოადგენს თავდასხმას თურქეთის სუვერენულ უფლებებზე. იგი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გავლენა ვერ ექნება ანკარაზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა თურქეთს რუსული წარმოების ანტისარაკეტო სისტემა S-400-ის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. შეზღუდვათა პაკეტი ეხება თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, აგრეთვე მის ხელმძღვანელსა და თურქეთის სამ მოქალაქეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა