თეგებით ძიება
17. 12. 2020 მსოფლიო

ქალი, რომელმაც ბუს თავი მოაჭრა, საცხოვრებელი სახლის წინ შეიარაღებულმა პირებმა ჩაცხრილეს

კოლუმბიელი ქალი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბუს მკვლელობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა თავისი სახლის წინ მოკლა. მილეიდის ადანამ ფრინველს თავი მოჰკვეთა, რის გამოც მას ინტერნეტში იცნობდნენ ზედმეტსახელით, „ბუს მკვლელი“. მოძალადე ქალი თავისი სახლის ეზოში, ქალაქ კოროზალში მოტოციკლებზე მჯდარმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას NEW YORKPOST-ი ავრცელებს.

ალდანა თავისმა ოჯახის წევრებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ცეცლხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები მძიმე აღმოჩნდა და იგი მალევე გარდაიცვალა.

ბუს მკვლელი პოლიციამ დაკითხა მომხდარი ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, თუმცა ცხოველზე ძალადობისა და წამების მუხლით არ დაუპატიმრებიათ. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ზემოხსენებულმა ქალმა ბუ მოკლა და ამის შესახებ სოციალურ მედიას ამცნო, იგი სისტემატურად იღებდა მკვლელობის მუქარებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა