თეგებით ძიება

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები პირი 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა

სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მალხაზ ვანიშვილი 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურში დაადასტურეს. ირაკლი ანთიძის განცხადებით, მამაკაცმა ე.წ. მოქალაქეობა მიიღო, ხოლო ფეხმძიმე ქალს დღეს ქართულ მხარეს გადასცემენ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა