თეგებით ძიება
17. 12. 2020 მსოფლიო

"არც პერსონალური კომპიუტერი და არც მობილური ტელეფონი მაქვს“ – ოსკაროსანი კრისტოფერ უოკენი

ოსკაროსანი მსახიობი, ლეგენდარული კრისტოფერ უოკენი სტივენ კოლბერტის შოუს Zoom–ის საშუალებით ჩაერთო. საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ ის თანამედროვე ტექნიკაში საერთოდ ვერ ერკვევა.

„არც პერსონალური კომპიუტერი და არც მობილური ტელეფონი მაქვს“, – აღნიშნა მსახიობმა.

მისი თქმით ასე პროტესტის ნიშნდ არ იქცევა და დასძინა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას 10 წლით ჩამორჩა:

„რა თქმა უნდა, ბოლო წლებში, გადაღებების პერიოდში ტელეფონის ტარების ვალდებულება მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ, ერთი-ორჯერ გამოტოვებული ზარი დამხვდა და გამვლელებს ვთხოვე, ესწავლებინათ უკან გადარეკვა". – ამბობს 77 წლის მსახიობი.

უოკენს ათობით საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მან 1979 წელს ფილმისთვის „ირმებზე მონადირე“, ოსკარი მიიღო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა