თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

უპრეცედენტო კიბერ თავდასხმა აშშ-ზე- ჰაკერებმა ამერიკის ბირთვული იარაღის სააგენტოს ბაზებში შეაღწიეს

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერების მიერ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განხორციელდა მასშტაბური კიბერ თავდასხმა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის ბირთვული იარაღის სააგენტოზე, სახაზინო, სავაჭრო და ენერგეტიკის დეპარტამენტებზე. ამის შესახებ TIME-ი წერს.

კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკის ბირთვული იარაღის სააგენტოს ბაზებში ჰაკერებმა შეაღწიეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპარეს. აშშ-ს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კიბერთავდასხმა იმაზე ბევრად მასშტაბური აღმოჩნდა ვიდრე ეს საწყის ეტაპზე ჩანდა- გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ იქნა ორი დღის წინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით MICROSOFT-ისა და GOOGLE-ის ანგარიშები რამდენიმე საათით შეფერხებული.

სანამ მრავალი დეტალი აღნიშული ფაქტისა, ამ დრომდე უცნობია, გაცხადდა ის ფაქტი, რომ ჰაკერებმა წვდომა დაამყარეს ამერიკის სახელმწიფო უწყების ბაზებზე, რომელთა კომპიუტერულ ქსელებსა და პროგრამებში შეიყვანეს მავნებელი, ზიანის მიმყენებელი ვირუსული კოდები, რამაც მათ საშუალებმა მისცათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეპოვებინათ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ორგანოების ქსელებიდან.

ამერიკულ მედიასა და სახელისუფლებო უწყებებში აცხადებენ, რომ აღნიშნული თავდასხმა შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და დიდი მასშტაბის მქონე იყოს- ამ დრომდე უცნობია თუ როგორი მნიშვნელობის მქონე საიდუმლო ინფორმაცია იქნა მოპარული.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა