თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტთა ტყვეობიდან 344 მოსწავლე გაათავისუფლეს

ნიგერიაში 300-ზე მეტი მოსწავლე, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონიდან გაიტაცა, უკვე გაათავისუფლეს- ამის შესახებ კაცინას გუბერნატორმა, ამინუ ბელო მასარიმ განაცხადა. ჯიჰადისტურმა ორგანიზაციამ გასულ კვირას განხორციელებულ თავდასხმასა და მოსწავლეთა გატაცებაზე სამშაბათს დაადასტურა და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი არიან აღნიშულ ინციდენტზე პასუხისმგებელნი.

ბოკო ჰარამის ლიდერმა, აბუბაკარ შეკაუმ განაცხადა, რომ მათ ბავშვები ისლამის სახელით და აგრეთვე დასავლური განათლების საწინააღმდეგოდ გააკეთეს. ნიგერიის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს დაეკისრათ ბავშვების გათავისუფლების ოპერაციის დაგეგმვა რის შემდეგაც უკვე პარასკევს დილით ტვიტერზე ბელო მასარიმ პოსტი გამოაქვეყნა: “ჩვენ უკიდურესად გახარებულები ვართ გაცნობოთ, რომ გატაცებულები უკვე გათავისუფლებულნი არიან. 344-ივე მოსწავლე უკვე უსაფრთხოების სააგენტოს შეიარღებული ძალებთან ერთად იმყოფებიან და კაცინაში ამავე ღამით დაბრუნდებიან. მათ სათანადო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, რომლის შემდეგაც დაუბრუნდებიან ოჯახებს“ .

ნიგერიის პრეზიდენტმა,მუჰამადუ ბუჰარის გამოთქვა მადლიერება უსაფრთხოების ძალებისა და რეგიონის მთავრობის მიმართ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადარჩენის ოპერაციებში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა