იმედია, ოდესმე აიტაცებენ იდეას - გოგა ჩანადირი მერიას მიმართავს
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი დედაქალაქის მერიას მიმართავს და მოუწოდებს, გააშენოს შობისა და აღდგომის ტყე-პარკი, სადაც მოქალაქეები ნაძვის ხეებსა და ბზას დარგავენ.
"იმედი მაქვს, როდესმე ჩვენი ქალაქის მერები აიტაცებენ იდეას და შობისა და აღდგომის ტყე-პარკებს თანაქალაქელებთან ერთად გააშენებენ.
შობის ტყე-პარკის იდეა კი ის არის, რომ საახალწლოდ ნაძვის ხე კი არ მოვჭრათ, არამედ ცოცხალი ქოთნით დავდგათ. შემდეგ დღესასწაული რომ ჩაივლის, შვილებთან ერთად დავრგოთ გამოყოფილ ადგილას და ასე, ნელ-ნელა დიდი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები შევქმნათ ჩვენს ქალაქებში, რომლებსაც შობის ტყე-პარკები დაერქმევა. თან მეტი ხე გვექნება, მეტი ლამაზი პარკი, მეტი სუფთა ჰაერი და თან შვილებს პატარაობიდანვე შევაყვარებთ ხისა და ბუნების სიყვარულს.
მთავარია, არ მოვჭრათ ნაძვი ხე.
#ნუმოვჭრითნაძვისხეს", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.