თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

სოლიდარობის ნიშნად, მამამ მკერდზე ისეთივე ლაქა ამოისვირინგა, როგორიც შვილს დაბადებიდან აქვს – ინტერნეტ–ჰიტად ქცეული კანადელები (ფოტო)

ისტორია, რომელიც კანადაში მცხოვრებ მამა–შვილს უკავშირდება, რამდენიმე დღეა ინტერნეტ–ჰიტად არის ქცეული. მამა–შვილს, ორივეს დერეკი ჰქვია და გვარად პრუები არიან.

შვილი დერეკი 8 წლისაა, ის მარცხენა მკერდის გარშემო ნიშნით დაიბადა და ეს ნიშნანი ყავისფერ ლაქას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, შვილს ეს ლაქა საკუთარი თავის განსაკუთრად აღქმაში დახმარებოდა, მოხდა ის, რაც ყოველთვის – ბავშვმა იგი ნაკლად მიიჩნია.

მამა ყვება, რომ შვილი დაკომპლექსდა და მაისურის გახდას ყოველთვის ერიდებოდა.

სწორედ ამიტომ, მამამ გადაწყვიტა შვილისთვის დაემტკიცებია ის ფაქტი, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი სხეულის არ უნდა გრცხვენოდეს.

მამამ ადგილობრივ ტატუ–სალონში ისეთივე ლაქა დაიხატა, როგორიც შვილს აქვს, ამ ყველაფერს საერთო ჯამში 30 საათი დასჭირდა. იმის გამო, რომ მან ტატუ ძალიან მგრძნობიარე ადგილზე გაიკეთა, პროცესი საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. თუმცა, მამა შედეგით კმაყოფილია.

"ამიერიდან მამა ჩემ გვერდით იქნება თუ არა, მაისურის გახდა უფრო მარტივად შემეძლება", — თქვა მან.

სწორედ ამ ფრაზის მერე, მამა დერეკმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ამად ღირდა.





წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა