თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

15კმ სიგრძის 40 საათიანი საცობი- დიდთოვლობის ფონზე იაპონიის მაგისტრალებზე 1000-ზე მეტი მანქანა ჩაიხერგა


იაპონიაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე, სადაც 1000 მანქანა გადაადგილდებოდა, 40 საათიანი საცობი შეიქმნა, ტოკიოსა და ნიიგატას შორის არსებულ გზაზე საცობი ოთხშაბათს წარმოიქმნა და მანქანის მძღოლები დღემდე ელოდებიან გაწმენდით სამუშაოებსა და გზის გაგრძელებას. გავრცელებული ინფორმაციით, ათეულობით საათით გზებზე გატარებამ რამდენიმე ადამიანი ცუდად გახადა და აუცილებელი გახდა მათი საავადმყოფოებში გადაყვანა.

ასეულობით მანქანის მძღოლს უკვე ორ დღეზე მეტია, რაც მსუბუქ ავტომობილებსა და სატვირთოებში უწევთ დაძინება, რომელთა უმრავლესობა საკვებისა და წყლის დეფიციტს ამ დრომდე განიცდის.

მაგისტრალებზე გაჭედილ მანქანათა ავტოკოლონის სიგრძე 15 კმ-ს შეადგენდა. მძღოლებისა და მანქანაში მყოფი მგზავრების საკვებითა და საბნებით მომარაგებაში აქტიურად არიან ჩართულნი სამხედროებიც.



წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა