თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.

„თავს კარგად ვგრძნობ. იგივე სიმპტომები მაქვს, რაც გუშინ მქონდა. დაღლილობას ვგრძნობ, თავი მტკივა და მშრალი ხველა მაქვს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

17 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჟიტ მაკრონს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა