თეგებით ძიება
18. 12. 2020 მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, იგორ მატოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მატოვიჩმა დადებითი ტესტი 17 დეკემბერს ჩააბარა. 16 დეკემბერს იგორ მატოვიჩმა მთავრობის სხდომა ჩაატარა, 14 დეკემბერს კი მინისტრებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. სავარაუდოდ, პრემიერის ინფიცირების გამო მთელი მინისტრთა კაბინეტი თვითიზოლაციაში გადავა.

სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე მოუწოდა ყველა მინისტრს და მთავრობის ბოლო 2 სხდომაზე მყოფ ყველა პირს ტესტირება გაიარონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა