თეგებით ძიება
19. 12. 2020 მსოფლიო

რუსეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 28,209 ადამიანს დაუდასტურდა, 585 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19 სულ 2,819,429 ადამიანს დაუდასტურდა, 50,374 გარდაიცვალა, ხოლო 2,254,742 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა