თეგებით ძიება
19. 12. 2020 მსოფლიო

თურქეთში კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა - არიან გარდაცვლილები

თურქეთში კოვიდკლინიკაში აფეთქებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

შემთხვევა 19 დეკემბრის დილით, გაზიანთეფში მოხდა. კერძოდ, კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

განყოფილებაში მყოფი პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა