თეგებით ძიება
20. 12. 2020 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი შემზღუდავ ზომებს ამკაცრებს

ეპიდემიოლოგიური ვითარება ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოითხოვს შეზღუდვების მეოთხე დონის შემოღებას, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს უკავშირდება აღნიშნულ რეგიონებში კორონავირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტის გავრცელებას.


”ახალი შეზღუდვები შემოვა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ლონდონის რიგ რაიონებში, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, სადაც ამჟამად მოქმედებს შეზღუდვების მესამე დონე. იქ შემოდის შეზღუდვების ახალი – მეოთხე დონის, რაც ზოგადად შესაბამისობაში იქნება ნოემბერში მოქმედ ზომებთან.” – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ინფექციის გავრცელების საფრთხის მეოთხე დონე, რომელიც ახალი მაქსიმუმი გახდება მესამეს ნაცვლად, ითვალისწინებს იმ მაღაზიების მუშაობის აკრძალვას, რომლებიც არ ყიდიან პირველადი მოხმარების აუცილებელ ნივთებს. მოქალაქეებმა კი თავი უნდა შეიკავონ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობისგან. შემოღებულია შეზღუდვები იმ ადგილებში შესვლისა და გასვლისას, სადაც მოქმედებს ინფექციის გავრცელების მეოთხე დონ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა