თეგებით ძიება
20. 12. 2020 მსოფლიო

სომალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

18 დეკემბერს სომალის ცენტრში, ქალაქ გალკაიოს სტადიონზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო France-Presse იუწყება.


“დღეს დილით მსხვერპლი გაიზარდა”, – განაცხადა სომალის უსაფრთხოების ძალებმა.

აფეთქება მოხდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, აბდულაჰი ისას სტადიონზე, სომალის პრემიერ მინისტრის მოჰამედ ჰუსეინ რობელის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. არც პრემიერ მინისტრი და არც მისი სამდივნოს წევრები არ დაშავებულან. ტერორისტი თავს დაესხა მაღალჩინოსნებს, რომლებიც ერთად იდგნენ სტადიონის შესასვლელთან.

დაღუპულთა შორის სამი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეა. ხელისუფლება თავდასხმას უკავშირებს ისლამისტურ დაჯგუფება ალ-შაბაბს.

ფედერალური მთავრობის მეთაური სტადიონზე სიტყვით უნდა გამოსულიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა