თეგებით ძიება
20. 12. 2020 მსოფლიო

ბინიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში პირველი იყო, ვინც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ პირველი იყო ებრაულ სახელმწიფოში, ვინც გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა შეიმუშავა.

“ვაქცინაციის პროცედურა ჩატარდა პირდაპირ ეთერში კამერების წინ, რათა პრემიერ მინისტრს ფართო საზოგადოებისთვის შთაეგონებინა ვაქცინაცია”, – თქვა ისრაელის მთავრობის მეთაურმა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იული ედელშტეინი აგრეთვე ახლდა ნეთანიაჰუს.

“მე ვთხოვე, პირველ რიგში, ჩემთვის და ჯანდაცვის მინისტრ ედელშტეინისთვის გაეკეთებინათ ვაქცინა, როგორც პირადი მაგალითი და ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ”, – თქვა ნეთანიაჰუმ პროცედურის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას. “დეკემბრის ბოლოს ისრაელში ვაქცინის მილიონობით დოზა ჩამოვა, შემდეგ კი კიდევ მილიონობით”, – განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა