თეგებით ძიება
21. 12. 2020 მსოფლიო

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა

გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. ბერლინმა ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო მიიღო.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 6 იანვრამდე აიკრძალა. მთავრობის წყაროს ცნობით, ბერლინი იანვარში შეზღუდვების გაგრძელებაზე უკვე მუშაობს.

შეზღუდვა არ ეხება საფოსტო, სატვირთო ფრენებს, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, აკრძალვა არ ვრცელდება ფრენებზე სამედიცინო პერსონალისთვის.

დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა 31 იანვრამდე ბულგარეთმაც აკრძალა. როგორც „გარდიანი“ წერს, ფრენების შეჩერება დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ „კოვიდ-19“-ის ახალ სახეობას უკავშირდება.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 10-დღიანი იზოლაციის გავლა სავალდებულო იყო. ახალი შეზღუდვის თანახმად კი, დიდ ბრიტანეთთან ყველა სახის ფრენები 21 დეკემბრიდან შეჩერდა.

ასევე, ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერა ირლანდიამ. ახალი შეზღუდვა ძალაში 21 დეკემბრიდან შევიდა და მომდევნო 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ფრენები დიდი ბრიტანეთიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში იქნება აკრძალული. მინისტრთა კაბინეტი შეზღუდვის საკითხს ხელახლა სამშაბათს განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა