თეგებით ძიება
21. 12. 2020 მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც პატიმრობაში 37 წელი გაატარა უდანაშაულოდ სცნეს- მოწმემ ცრუ ჩვენება აღიარა

ვოლტერ ფორბსი , რომელმაც ციხეში 37 წელი იმ დანაშაულისთვის გაატარა, რომელიც არ ჩაუდენია, წინა თვეს ციხიდან გამოუშვეს. 63 წლის მამაკაცმა ციხე მას შემდეგ, დატოვა, რაც მისი საქმის მთავარმა მოწმემ აღიარა, რომ 1983 წელს ცრუ ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც ზემოხსენებული პირი დააპატიმრეს.

ფორბსი პირველად 1982 წელს დააკავეს ბარში მომხდარი ჩხუბის ინციდენტზე, სადაც იგი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა. ერთ-ერთი მამაკაცი, დენის ჰოლი, რომელიც დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და ფორბსს იარაღიდან ესროლა, მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს, რისი მიზეზიც შენობაში მომხდარი ხანძარი გახდა.

ზემოხსენებული დაპირისპირების თვითმხილველმა, ენის კენებრევმა განაცხადა, რომ ფორბსი ხანძრის დროს შემთხვევის ადგილას დააფიქსირა, რის შემდეგაც ვოლტერი მკლელობისა და ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააპატიმრეს.

მოწმის თქმით, მან ფორბსის გამამტყუნებელი ჩვენება იმიტომ მისცა, რომ იგი ორმა მამაკაცმა ოჯახის განადგურებით შეაშინა თუ ვოლტერის წინააღმდეგ არ განაცხადებდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა