თეგებით ძიება
21. 12. 2020 მსოფლიო

გაუპატიურების მსხვერპლი არასრულწლოვანი- 10 წლის გოგონამ იმშობიარა, ეჭვიტანილია ორი მამაკაცი

კოლუმბიაში 10 წლის გოგომ, რომელიც გააუპატიურეს, იმშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლზე, რომლის ვინაობაც უცნობია, 8 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობენ. არასრულწლოვანი ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში იმყოფება ქალაქ იბაქში.

ოლქის გუბერნატორმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ათი წლის დედა თავის შვილზე 26 დღის განმავლობაში ზრუნავდა. უცნობია თუ როდის დაიბადა ბავშვი. სამართალდამცავთა თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ გააუპატიურა ბავშვი. პოლიციელების თქმით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილია ორი მამაკაცი, 43 წლის მამინაცვალი და მის სახლში მომუშავე 23 წლის ფერმერი.

ტოლიმას კოლუმბიისს ოჯახის კეთილდღეობის ინსტიტუტის დირექტორმა ოსკარ რიოსმა აღნიშნა, რომ გოგონას საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მის ერთ-ერთ დაწესებულებაში იზრუნებენ. კოლუმბიაში ქალებსა და გოგონებს აქვთ ლეგალური უფლება გაიკეთონ აბორტი იმ შემთხვევაში თუ აქვს ადგილი გაუპატიურებას ან საფრთხე ექმნება ნაყოფს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა