თეგებით ძიება
22. 12. 2020 მსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერები: "კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებსაც მარტივად აინფიცირებს"

ბრიტანეთის პარლამენტის რესპირატორული ვირუსების საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფმა განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ახალი შტამი უფრო მარტივად აინფიცირებს ბავშვებს. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, სახელად VUI-202012/01 უკანასკნელ პერიოდში ინფექციების შემთხვევათა ზრდის მიზეზია, რომელიც გავრცელდა ლონდონშა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ამის შესახებ წერს SKYNEWS-ი.

სწორედ ზემოხსენებული ფაქტორის გამო გააუქმა ქვეყანაში ბორის ჯონსონმა საშობაო ღონისძიებები და მე-4 დონის შეზღუდვები გამაოცხადა.

პროფესორი ნილ ფერგუსონის განცხადებით, ძალზე დიდი მინიშნება არსებობს იმისა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს გააჩნია მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ- „ ჩვენ არ გვაქვს აღნიშული ფაქტის გამო გარდაცვლილთა შესახებ მონაცემები, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალი შტამი მართლაც ძალზე სწრაფად ვრცელდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ვირუსის გავრცელება 15 წელს ქვემოთ ბავშვები მნიშვნელოვნად გაიზარდა“ .

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა