თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია: შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტიპის პლებისციტად ვაქციოთ

„ჩვენ შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ რაღაც ტიპის პლებისციტად და ვთქვათ, რომ აქ თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს ისევ მხარი და ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, ჩვენი პრეტენზიები არჩევნებთან დაკავშირებით, არსებითად გაყალბებასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შენელდება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, გამოჩნდება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი რიგზე მართლაც ვერ იყო.

„თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია იგებს, თავისთავად ხელისუფლების არგუმენტებს აკლდებათ ლეგიტიმურობა, რომ ამ არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იყო. ჩვენც გვჭირდება მეტი მტკიცებულება ამისთვის და ხელისუფლებასაც. ამ იდეის შემოტანა არის ძალიან კარგი მიგნება და ძალიან დიდი მადლობა ფასილიტატორებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა