თეგებით ძიება

ვის არ შეეხება ამნისტია? - ანრი ოხანაშვილი მთავარ პროცედურებს ასახელებს

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის ისეთი აქტი უნდა მიიღონ, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, უცვლელი რჩება და ამ "წითელი ხაზების" გარდა სხვა საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონპრორქტის ერთ-ერთი ავტორი ასეხელებს პროცედურებს, რის შემდეგაც მსჯავრდებულები და ბრალდებულები ამნისტიით ისარგებლებენ.

"ის პრინციპული დამოკიდებულება და მიდგომა, რომ არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, არ უნდა შეეხოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, კორუფციულ დანაშაულს და ა.შ. ეს პრინციპი მეორე მოსმენის ფარგლებშიც შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება იმ საკითხებს, სადაც შეიძლება ვიმსჯელოთ, გარდა ამ წითელი ხაზებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ასე რომ საკითხი, თუ რა მუხლები იქნება საბოლოოდ წარმოდგენილი, პრინციპების დონეზე გავაჟღერეთ, დანარჩენი გაჟღერებული იქნება მეორე მოსმენის ფარგლებში და იმ სახის ჩართულობით, ვინც ამ საკითხით იქნება დაინტერესებული. დღეს, იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით, მეორე და შემდგომი მოსმენა დამოკიდებულია იმაზე, თუ გვექნება რიგგარეშე სესია. თუ გვექნება, შეიძლება მეორე მოსმენაზეც ვიფიქროთ. მესამე მოსმენა, თუ რიგგარეშე სხდომა არ იქნება თებერვლამდე, გადაიწევს თებერვლამდე. ამის შემდეგ არის მთელი რიგი პროცედურა. ამნისტიის აქტის გამოცემა არ ნიშნავს, რომ იმავე დღეს ვინმე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ან იმავე დღეს მოხდება ვინმესთვის შეღავათის გაწევა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი ერთი მხრივ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასა და ადამიანებისთვის შეღავათის გაწევას და მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოებას შორის".





წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა