თეგებით ძიება

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტს ხელფასის ჩარიცხვა მოსთხოვა... ეს ნიშნავს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზადყოფნა - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადები, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ზოგიერთმა დეპუტატმა საფინანსო დეპარტამენტს ხელფასის ჩარიცხვა მოსთხოვა. კობახიძის განმარტებით, ეს ძალიან კარგი ფაქტია, რადგან გამოიკვეთა ის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მზადაა, პარლამენტში შევიდეს, თუმცა ბულინგის ეშინია:

„ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზადყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულგინი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა