თეგებით ძიება

იმედია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შემოვა... მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაცონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოსთან" ვაჭრობას არ აპირებს. ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც აღნიშNულ პარტიებთან ფასილიტატორი ელჩების გარეშე დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს ეხებოდა. კობახიძე იმედს იტოვებს, რომ სწორედ "ნაციოანლური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" იქნებიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ:

“მე იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვებს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები.

ჩვენ დიპლომატებმა გვთხოვეს ასეთი კონსულტაციების წარმართვა და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. იყო თითქმის ყველა პარტია, ერთი ან ორი პარტიის გამოკლებით, ვისთანაც ასეთი კონსულტაციები არ იმართებოდა. ეს ყველაფერი გაგრძელდება და დაველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი” - განაცხადა კობახიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა