თეგებით ძიება

არჩევნებამდე თალაკვაძე ფართომასშტაბიან ამნისტიას შეგვპირდა - პარლამენტთან მოძრაობა "შემახე ამნისტია" აქციას მართავს

აქცია პარლამენტთან - მოძრაობა "შემახე ამნისტია" კანონპროექტის ფართომასშტაბიანობის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა. აქციის წევრები ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხოვნა კანცელარიაშიც შეიტანეს:
"არჩევნებამდე ზუსტად 20 დღით ადრე ბატონი არჩილ თალაკვაძე შეხვდა მოშიმშილე პატიმრების დედებს და შეპირდა, რომ აუცილებლად მიიღებდნენ ფართომასშტაბიან ამნისტიას. დღეს ეს დედები ისევ აქ დგანან, ამ სიცივეში და ითხოვენ ფართომასშტაბიან ამნისტიას. ჩვენ მოვდივართ პარლამენტთან და ვახსენებთ ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ასევე სხვა პარლამენტარებს, რომ უნდა იყოს ფართომასშტაბიანი მიღებული, წინააღმედგ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ რომ უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი აქციები დავგეგმოთ" - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
"არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, ამნისტიის კანონპროექტი მესმის ისე, რომ ის ყველა მსჯავრდებულს უნდა შეეხოს და არა შერჩევით პატიმრებს.ისედაც შეთითხნილი ბრალდებებით იხდიან სასჯელს" - აღნიშნა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც 800 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა