თეგებით ძიება

ჩვენი ხელისუფლება რომ ავად არის, ამის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ენერგომატარებლების სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ - უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, გაზისა და დენის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირებას ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან.

უგულავას თქმით, ენერგომატარებლების სუბსიდირება საგარეო ვალიდან ნიშნავს იმას, რომ ამ თანხას გადაიხდის ქართველი ხალხი და არა ბიძინა ივანიშვილი.

უგულავამ აღნიშნა, რომ ენერგომატებლების გაძვირება გამოიწვევს ყველა პირველად და არაპირველად პროდუქტზე ფასის მომატებას და ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ სხვა პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება, არის ბოდვა და ტყუილი.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე კრიზისიდან არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, გადასახადების დაწევა და რეგულაციების გაუქმება, რაც ბიზნესს მისცემს მუშაობის შესაძლებლობას.

„ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ავად არის, ამის შედეგია ტარიფების გაძვირება. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ავად არის, ამის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ენერგომატარებლების სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ სუბსიდიას ხელისუფლება იხდის გაზრდილი ვალიდან და ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი უკვე კატასტროფულ ზღვარზეა, ხოლო ვალიდან სუბსიდირება ნიშნავს იმას, რომ ამას ივანიშვილი თავისი ფულიდან კი არ გადაიხდის, არამედ ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება.

მეორე, ბოდვა და ტყუილია ხელისუფლების, რომ ამას ადამიანები ვერ იგრძნობენ, ეს არის უსინდისო ტყუილი, რადგან ენერგომატარებლების გაძვირება იწვევს ყველაფრის გაძვირებას, არამარტო დენის და წყლის, რომლის გაძვირებაზეცაა საუბარი, არამედ ყველა პირველადი და არაპირველადი მოხმარების პროდუქტზე. მარტივად, ცხოვრება ძვირდება ამით და სამწუხაროდ ამას თითოეული ჩვენგანი იგრძნობს.

მესამე, ის, რომ პროდუქტებზე სუბსიდირება ტყული იყო, ჩვენ ვნახეთ გაზაფხულზე ათი პროდუქტი დაასუბსიდირეს, მაგრამ ამან არ უშველა და დღეს პური ისევ ძვირდება.

ამიტომ, ერთადერთი სწორი გამოსავალი კრიზისიდან არის ერთი, რიგგარეშე არჩევნები, რომ შეიცვალოს მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, გააუქმებს მახრჩობელა რეგულაციებს და ბიზნესს მისცემს მუშაობის შესაძლებლობას, რაც ერთადერთი სწორი გამოსავალია ეკონომიკური კრიზისიდან.“ - განაცხადა უგულავამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა