თეგებით ძიება

"ოპოზიციას ბოკერია აკომპლექსებს, ისნინი მისი დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ მოქმედებენ"- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების გაგრძელება და მე-5 რაუნდის ჩატარება პარტიების სუბიექტების მხრიდან "კომპლექსების მოხსნაზეა" დამოკიდებული.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს ევროპული საქართველო და გიგა ბოკერია აკომპლექსებთ.

"ჩემი წარმოდგენით, ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე. წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ, როდესაც საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა პარტიაში და ისე დაალაგა პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო.

დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი ნაცმოძრაობის გავლენის, ზოგ შემთხვევაში ბულინიგ ქვეშ არიან კომპლექსით რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები და ოპოზიციური ერთობის დამანგრევლები", - განაცხადა ჟურნალისტებთან მდინარაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა