თეგებით ძიება

საბა ბუაძე: ამ ფულზე ხელის მოკიდებას არავინ აპირებს

„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე ოპოზიციონერმა პარლამენტს დეპუტატის ხელფასის მიღების მოთხოვნით მიმართა.
მისი თქმით, „ანაზღაურების თემა არის „ქართული ოცნების“ მორიგი შემოგდებული თემა, რომ ჩრდილი მიაყენოს ოპოზიციის იმ ლეგიტიმურ მოთხოვნებს, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული“.

„ამ სატყუარას არავინ წამოეგება, ამ ფულზე ხელის მოკიდებას არავინ აპირებს და ეს ფული „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოიყენება, როგორც ვიღაცის ცუდად წარმოჩენის ინსტრუმენტი. აქ საუბარი არ არის იმაზე ვიღაც ფულს აიღებს თუ არა, საუბარი არის იმაზე „ქართულმა ოცნებამ“ როდის და რა ფორმით უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები, ამ თემას ისინი ვერ გაექცევიან როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობენ სხვადასხვა ასეთი სატყუარებით და მეორეხარისხოვანი საკითხებით ამ თემის გადაფარვას. ჩვენ არ გაქვს ინფორმაცია ვინმემ მიმართა თუ არა, „ლელოდან“ არც კი განიხილება, რომ ვინმემ ამ თანხებზე თანხმობა განაცხადოს, ამიტომ ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ახალმა დეპუტატმა მიმართა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე განცხადება გააკეთა.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ხელფასის დარიცხვის მიზნით პარლამენტს მიმართა, ბაჩუკი ქარდავაა (ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია), ასევე, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა ტარიელ ნაკაიძემ (ევროპული საქართველო).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა